Loading data...
სიიარტო: ჩვენ ვბლოკავთ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს უკრაინისთვის იქამდე, ვიდრე „დრუჟბას“ მილსადენით უნგრეთში ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება

უნგრეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირისგან უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემას იქამდე დაბლოკავს, ვიდრე „დრუჟბას“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება არ აღდგება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

სიიარტოს თქმით, უკრაინა აშანტაჟებს უნგრეთს „ნავთობის ტრანზიტის შეჩერებით ბრიუსელთან და უნგრეთის ოპოზიციასთან კოორდინაციით, რათა უნგრეთში მიწოდების შეფერხებები შექმნას და არჩევნების წინ საწვავის ფასები გაზარდოს“.

„ჩვენ ვბლოკავთ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს უკრაინისთვის იქამდე, ვიდრე ნავთობის ტრანზიტი უნგრეთში „დრუჟბას“ მილსადენის გავლით არ აღდგება“, - განაცხადა უნგრელმა მინისტრმა.

მისი მტკიცებით, „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით უნგრეთში ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით უკრაინა არღვევს ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმებას. „ჩვენ ამ შანტაჟს არ დავემორჩილებით“, - განაცხადა სიიარტომ.