სიბიგამ რუბიოს მოადგილესთან სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ჩილეში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს კრისტოფერ ლანდაუს შეხვდა. ამის შესახებ სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
სიბიგა და ლანდაუ ჩილეს პრეზიდენტის ხოსე ანტონიო კასტას ინაუგურაციის დროს შეხვდნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს შეერთებული შტატების ლიდერობას და მონაწილეობას სამშვიდობო ძალისხმევაში და მზადაა, ომის დასასრულებლად მუშაობა გააგრძელოს.
სიბიგამ ლანდაუს ასევე უთხრა, რომ მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთი დიპლომატიას უარყოფს.
სხვა საკითხებთან ერთად, მათ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინას გააჩნია უნიკალური ტექნოლოგიები, გამოცდილება და სპეციალისტები საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი გაზიარებისთვისაც მზადაა.
I was glad to catch up with @DeputySecState Christopher Landau in Chile, where he represented the United States at the inauguration of President @joseantoniokast.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) March 12, 2026
I reiterated that Ukraine values the United States’ leadership and engagement in peace efforts and we stand ready to… pic.twitter.com/86m3Io9MBp