სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ესპანეთთან ითანამშრომლოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მადრიდთან თანამშრომლობისკენ მიისწრაფვის, რათა ორივე ქვეყნის გლობალური გავლენა გაძლიერდეს. ამის შესახებ მან პეკინში სახელმწიფო მეთაურების შეხვედრის დროს განაცხადა, იუწყება Reuters-ი.
მეფე ფილიპე VI 18 წლის განმავლობაში პირველი ესპანელი მონარქია, რომელიც ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია, რადგან მადრიდი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დიპლომატიური გავლენის გაფართოებას ცდილობს.
„მსოფლიოს სჭირდება მეტი კონსტრუქციული ძალა, რომელიც მშვიდობასა და განვითარებას ეძღვნება. ჩინეთი მზადაა, ესპანეთთან ერთად იმუშაოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად“, - განუცხადა სი ძინპინმა ფილიპეს პეკინში გამართულ შეხვედრაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ვითარებაში არსებულ ცვლილებებსა და არეულობას.
ჩინეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი კავშირები სტრატეგიულად უფრო სტაბილური, დინამიკური და გლობალურად გავლენიანი იქნება.
„ესპანეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობა, უდავოდ, ორივე ხალხისთვის სასარგებლოა და შეესაბამება ორივე ქვეყნის ხანგრძლივ ისტორიასა და გლობალურ მოწოდებას“, - განაცხადა ესპანეთის მეფემ.
აღსანიშნავია, რომ სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით ესპანეთს 2018 წლის ნოემბერში, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის უფლებამოსილების დაწყებისას ეწვია.