Loading data...
შმიგალი სანქციების შესახებ ევროკავშირის წინადადებაზე: რუსეთის შეჩერება მხოლოდ მკაცრ ზეწოლას შეუძლია

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის შესახებ წარდგენილ წინადადებას გამოეხმაურა.

წინადადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 10 ივნისს ბრიუსელში წარადგინა.

სანქციების მე-18 პაკეტი ძირითადად რუსულ ბანკებსა და რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს შეეხება, განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ ევროკავშირი გეგმავს ექსპორტის აკრძალვებისა და კონტროლის გაფართოებას, ასევე, სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გაძლიერებას.

„მხოლოდ მკაცრი ზეწოლა და მთელი მსოფლიოს ერთიანობა შეძლებს რუსეთის შეჩერებას“, - დაწერა შმიგალმა X-ზე სანქციებთან დაკავშირებით წარდგენილ წინადადებაზე საუბრისას.