„შევეჩვიე ამას, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია“ - ზელენსკიმ პირველად ღიად ისაუბრა მისი მკვლელობის მცდელობებზე
მიმდინარე ომის ფონზე უკრაინის ხელმძღვანელობის პირადი უსაფრთხოების საკითხი კვლავაც ერთ-ერთ საკვანძო საკითხად რჩება, ხოლო რუსეთის მხრიდან ზეწოლის მცდელობები სამხედრო მოქმედებების ფარგლებს სცილდება. ამის შესახებ RBC-Ukraine წერს.
რუსეთმა არაერთხელ სცადა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა. ზელენსკის თქმით, მუქარა მისი ცხოვრების მუდმივი ნაწილი გახდა, რასთანაც დროთა განმავლობაში შეგუება მოუწია.
„როდესაც შიშზე ვსაუბრობთ, იცით, რუსეთმა უკვე რამდენჯერმე სცადა ჩემი ლიკვიდირება. გარკვეული გაგებით, მე აღარ ვგრძნობ იმავე შიშს, რაც ომის დასაწყისში მქონდა. შევეჩვიე ამას, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია“, - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა მოსკოვთან დიალოგის შესაძლო განახლების თემაზე, რომელიც ამჟამად ევროპაში განიხილება. მისი თქმით, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა კვლავ არასაკმარისია და ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშია შესაძლებელი.
„პუტინი დაინტერესებულია ევროპის დამცირებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან რეალური ბერკეტების გარეშე საუბარი შედეგს არ მოიტანს და მხოლოდ კრემლის პოზიციებს გააძლიერებს.