1732366230
უცხოეთი
რუტემ და ტრამპმა ფლორიდაში გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს პარასკევს, 22 ნოემბერს, ფლორიდაში შეხვდნენ და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ნატოს პრესსამსახური იტყობინება.
რუტე ტრამპს პალმ ბიჩში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვია.
როგორც პრესსამსახურმა აღნიშნა, მათ განიხილეს ალიანსის წინაშე მდგარი გლობალური უსაფრთხოების არაერთი საკითხი.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური მდივანი და მისი გუნდი ასევე შეხვდნენ კონგრესმენ მაიკ უოლცს და არჩეული პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს.