1765088607
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუკზე „კინჟალის“ ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს
კრემენჩუკის მერმა ვიტალი მალეცკიმ განაცხადა, რომ კვირას ღამით ქალაქის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსულმა ძალებმა მასიური, კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს.
უფრო კონკრეტულად კი, უკრაინული მხარის ცნობით, რუსებმა პოლტავის ოლქში „კინჟალის“ ტიპის რაკეტა გამოიყენეს.
„ამჟამად, ქალაქის გარკვეულ რაიონებში ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდება შეფერხებულია“, - წერს ტელეგრამზე ვიტალი მალეცკი.
მალეცკიმ ადგილობრივებს უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოგვიანებით გაავრცელებენ.
ამ ეტაპზე უკრაინული მხარე შესაძლო მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.