Loading data...
რუსულმა ძალებმა უკრაინას 240-ზე დრონით და 5 ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს

7 დეკემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა პოლტავის ოლქის ენერგეტიკულ სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანეს. 

უკრაინული მხარის ცნობით, რუსებმა უკრაინელების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატების, საჰაერო და სახმელეთო რაკეტების გამოყენებით კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს. 

 „დღეს ღამით რუსებმა რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით პოლტავას რეგიონზე მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს. კრემენჩუკის ოლქში რამდენიმე ენერგეტიკულ საწარმოს თავს დაესხნენ“, - აცხადებს პოლტავას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვოლოდიმირ კოგუტი. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა 241 დრონი და 5 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.