1778077082
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა სუმში საბავშვო ბაღზე დრონებით იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
6 მაისის დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სუმის თავზე დრონები გაუშვეს. ინფორმაციას Moscow Times-ი ავრცელებს.
სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ გრიგოროვის თქმით, რუსებმა ქალაქის ცენტრში მდებარე საბავშვო ბაღის შენობა დაბომბეს.
მისი თქმით, დაცვის თანამშრომელი ქალი დაიღუპა და კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.
„ბავშვები ამ დაწესებულებაში არ დადიოდნენ“, - დასძინა გრიგოროვმა.
ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი კრივოშეენკომ თქვა, რომ საბავშვო ბაღის შენობას ორი კამიკაძე დრონი დაესხა თავს.
რუსეთმა სუმის, ხოლო მანამდე ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე მიიტანა იერიში.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის ოპერაციები ფრონტის ყველა ძირითად უბანზე გრძელდება.