1781038292
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანეს - ხარკოვის მერი
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანეს.
როგორც ტერეხოვი იტყობინება, ხარკოვზე, სულ მცირე 6, რუსული საბრძოლო დრონი ახორციელებდა დარტყმებს.
მისი თქმით, ქალაქის ცენტრში რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა; ერთ-ერთ რაიონში ოთხსართულიანი შენობა დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.
ტერეხოვი აღნიშნავს, რომ დარტყმის შედეგად, სულ მცირე ორი, ადამიანი დაშავდა.
ამასთან, ტერეხოვის ცნობით, რუსებმა იერიში მიიტანეს, ხარკოვში, ხოლოდნოგორსკის რაიონზეც. აფეთქების ტალღამ საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაანგრია და მეზობელი შენობები დააზიანა.
დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.