Loading data...
რუსულმა ძალებმა დრონებით კიევზე საჰაერო იერიში განახორციელეს, დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსულმა ძალებმა 13-14 ოქტომბერს ღამით კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს. იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 24 დაიჭრა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

კიევის რამდენიმე რაიონში შეტევის შემდეგ მრავალსართულიან კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით. კიევი სერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაჭრილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დაშავებულთა შორის ერთი ორსული ქალი და ერთი ბავშვია.

დრონების იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა პოდოლსკის, დნეპროვსკის, სოლომენსკის, სვიატოშინსკის და ობოლონსკის რაიონებში.