1749548184
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი 24 საათის განმავლობაში 27-ჯერ დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი და 8 დაშავდა

რუსულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე 27-ჯერ მიიტანეს იერიში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი და 8 დაშავდა.
„პოკროვსკში რუსებმა ერთი ადამიანი მოკლეს და მეორე დაჭრეს, საცხოვრებელი შენობა დაანგრიეს. როდინსკოეში დაბომბვის შედეგად მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. მირნოგრადში ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე დაიჭრა“, - აცხადებს დონეცკის ოლქის თავმჯდომარე ვადიმ ფილაშკინი.