Loading data...
რუსული ძალების იერიში დნეპრზე - დაიღუპა ორი ადამიანი

რუსულმა ძალებმა დნეპრზე იერიში მიიტანეს. 

„მძიმედ დაჭრილი ქალი ახლახან გარდაიცვალა“,- განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ განჟამ.

მანამდე განჟამ ერთი ადამიანის დაღუპვისა და 6 დაშავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 

განჟას ცნობით, რუსებმა დნეპრში სავაჭრო ქსელის სასურსათო საწყობებზე მიიტანა იერიში. 

დნეპროპეტროვსკის ოლქის პროკურატურის განცხადებით, დნეპრზე დარტყმა, წინასწარი მონაცემებით, მცირე ზომის რაკეტა „ბანდეროლით“ განხორციელდა, რის შედეგადაც დაზიანდა სასაწყობე შენობები, ავტომობილები და სასწავლო დაწესებულების შენობა.