1793784316
უცხოეთი
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 300-ზე მეტი დრონი გამოიყენა - უკრაინის საჰაერო ძალები
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 310 დრონი გაუშვა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი 272 საფრენი უპილოტო ობიექტი მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ამავე ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე იერიშები „შაჰედისა“ და „გერბერის“ ტიპის დრონებით, ასევე „პაროდიის“ ტიპის სატყუარა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს.
როგორც ცნობილია, დარტყმები 19 ადგილზე განხორციელდა, ხოლო განეიტრალებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები 15 ლოკაციაზე ჩამოცვივდა.