Loading data...
რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინას 24 ბალისტიკური რაკეტით და 115 დრონით შეუტია, გაიზარდა დაღუპულების რაოდენობა - უკრაინული მხარე

„ამ დროისთვის, კიევსა და კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, 17 ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, „დარტყმა ძლიერი იყო“ - 24 ბალისტიკური რაკეტა, ოთხი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა და „კიდევ 115 დრონი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი“.

„თავდასხმის მთავარი სამიზნე სამოქალაქო საწყობები იყო. დარტყმები ასევე განხორციელდა ინფრასტრუქტურასა და რკინიგზის სადგურზე. ომთან დაუკავშირებელ ობიექტებს შორის იყო ლუდსახარში, ასევე, სამშენებლო მასალების საწყობები და სამოქალაქო ლოგისტიკა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

„სარაკეტო სისტემები არის ის, რასაც შეეძლო დღეს დაღუპულთა სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.