Loading data...
რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის ჯარების ნაწილი გადაანაწილა, ისინი ხარკოვში არ იმყოფებიან - ანდრეი კოვალენკო

ხარკოვის ოლქში არ იმყოფებიან ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი კოვალენკომ თავის Telegram არხზე განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთი მათგანი გადანაწილდა:

„ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ნაწილი ბელგოროდის ოლქის სასაზღვრო რაიონში გადაიყვანეს, ისინი არ იმყოფებიან ხარკოვის ოლქში“, - წერს კოვალენკო. 

შეგახსენებთ, გუშინ CNN-მა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები უკვე იმყოფებიან მარიუპოლის ტერიტორიაზე და ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში.