1779650440
უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ბრალდებას უარყოფს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე „კინჟალის“, „ცირკონის“ და „ორეშნიკის“ რაკეტებით მასშტაბური დარტყმა არ განხორციელებულა.
„უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ არანაირი დარტყმა არ დაგეგმილა და არც განხორციელებულა“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
ინფორმაციისთვის, 24 მაისის ღამეს რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით შეუტიეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 86 კი დაშავდა.