1788345207
უცხოეთი
რუსეთი უკვე მე-7 დღეა განუწყვეტლივ ესხმის თავს კიევს და კიევის ოლქს - უკრაინული მხარე
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენმა აპარატმა საწყობის შენობაზე იერიში მიიტანა.
ТСН ვიდეოკადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ დრონებით იერიშის შემდეგ საწყობში ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთი უკვე მეშვიდე დღეა განუწყვეტლივ ესხმის თავს კიევს და კიევის ოლქს. სამიზნე საწყობებია.
მანამდე კი, კიევის მერმა ექვსსართულიან საცხოვრებელ შენობაზე დრონით იერიშის შემდეგ 7 ადამიანის დაშავების შესახებ განაცხადა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსულმა დრონმა იერიში იმ დროს კიევის უნივერსიტეტზე, როცა ლექცია მიმდინარეობდა.
160 სტუდენტი თავშესაფარში გადაიყვანეს.