Loading data...
რუს პოლიტიკოსს ლეონიდ გოზმანს სასამართლომ დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მისუაჯა

რუსეთის დასავლეთის სამხედრო საოლქო სასამართლომ პოლიტიკოსს ლეონიდ გოზმანს „ტერორიზმის გამართლების“ მუხლით დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

წინ სასჯელთან ერთად გოზმანს ჯამში 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ასევე მას 5 წლის განმავლობაში საიტების ადმინისტრირება ეკრძალება.

„არმიის შესახებ ფეიკების“ გავრცელებისთვის ლეონიდ გოზმანს 2024 წელს დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის სოციალურ ქსელებში წერდა, რომ რუსმა სამხედროებმა ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს და უკრაინის ქალაქებს ცეცხლს უხსნიან. გოზმანი ამჟამად რუსეთში არ იმყოფება.

75 წლის გოზმანის წინააღმდეგ ბოლო საქმე გამოცემა Bild-სთვის მიცემული ინტერვიუს გამო აღძრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმაში დაადანაშაულეს, რომ ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, როგორც რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის წარმომადგენელი და ასევე დადებითად შეაფასა მოსკოვზე უკრაინული დრონების შეტევები და ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებები.