Loading data...
რუბიო: ტრამპი არის ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება შეუძლია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, თეთრ სახლში კაბინეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი არის ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება შეუძლია.

„ეს არ არის ჩვენი ომი, ეს არ არის პრეზიდენტის ომი… ახლაც კი, როდესაც თქვენთან ვსაუბრობთ, სტივ უიტკოფი მოსკოვშია და ცდილობს, იპოვოს გზა ამ ომის დასასრულებლად. ეს არასოდეს მოხდებოდა, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იქნებოდა. ის არის ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ამ ომის დასრულებაში დახმარება“, - აღნიშნა რუბიომ.