1788353635
უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინს განვუცხადეთ, რომ მზად ვართ რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობისთვის
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბიშკეკში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ ანკარა მზადაა ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას.
„თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. კერძოდ, როგორც ჩვენ, ასევე ბატონი პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი რაც შეიძლება მალე მშვიდობიანად დასრულდება.
გვსურს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს და რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს. ბატონ პუტინს განვუცხადეთ, რომ მზად ვართ რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობისთვის“, - განუცხადა თურქეთის ლიდერმა ჟურნალისტებს.