1763121275
უცხოეთი
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინა კორუფციას ყურადღებას თუ არ მიაქცევს, ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება
პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში კორუფციასთან ბრძოლის გარეშე ვერ გაწევრიანდება. ამის შესახებ მან „Polsat News“- ის ეთერში განაცხადა.
„დღეს ჩემი სტუმარი იყო უკრაინის ვიცე-პრემიერი ტარას კაჩკა. მან არაერთხელ მოისმინა, რომ დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის ყველაზე მარტივი გზა უკრაინაში კორუფციისადმი ტოლერანტობაა“, - აცხადებს სიკორსკი.
სიკორსკის თქმით, „უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით გადადგომა და დაპატიმრებები მოხდა“, რაც მისი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირების მაგალითია.
„თუ უკრაინა კორუფციას ყურადღებას არ მიაქცევს, ის ევროკავშირში არ შევა. ევროკავშირი მოითხოვს პატიოსნებას და პროცედურების დაცვას“, - აღნიშნა სიკორსკიმ.