1778083041
უცხოეთი
რადოსლავ სიკორსკი: თუ ფიცო უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს და რუსეთში წავა, შესაძლოა, ვაპატიოთ
„ჩვენ შეგვიძლია ფიცოს რუსეთში ვიზიტი ვაპატიოთ თუ უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს“, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ვარშავაში Defence24 Days უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ ფიცოს ინტერვიუ წავიკითხე. იმ ნამდვილად ძალიან პოზიტიურად საუბრობდა. თუ ის უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს და რუსეთში წავა, შესაძლოა ვაპატიოთ”, - განაცხადა სიკორსკიმ.
ინფორმაციისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო 9 მაისს რუსეთში ვიზიტს გეგმავს, თუმცა სამხედრო აღლუმს არ დაესწრება.