1764695522
უცხოეთი
პუტინსა და უიტკოფს შორის შეხვედრა დაიწყო
მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ოფიციალური შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობენ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი და მისი წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ უიტკოფი და კუშნერი ევროპაში გაემგზავრებიან და ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან საუბრის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.