Loading data...
პუტინმა კიმ ჩენ ინი რუსეთში მიიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში მოიწვია. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

„მალე შევხვდებით“, - თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პუტინთან პეკინში შეხვედრის შემდეგ დამშვიდობებისას.

 

„გელოდებით, მობრძანდით“, - უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, იაპონიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად, მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც 26-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ, მათ შორის რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ლიდერები.