1756912517
უცხოეთი
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას უფლება აქვს, თავად აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი სისტემა
ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთარი სისტემა და ეს უკრაინასაც ეხება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„უსაფრთხოების გარანტიები ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს, მათ შორის უკრაინას. თუმცა ეს ნიშნავს, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოება არ შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მეორე ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის, უსაფრთხოების ხარჯზე“, - აღნიშნა პუტინმა.