Loading data...
პუტინი 2 დეკემბერს სტივენ უიტკოფს უნდა შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, 2 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს შეხვდება. მათ დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ უნდა განიხილონ. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„სტივენ უიტკოფთან შეხვედრა 2 დეკემბრისთვის არის ჩანიშნული“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაციის ვიზიტისთვის კრემლს სამშვიდობო გეგმის შეთანხმებულ პუნქტებზე უფრო სრული ინფორმაციის მიღების იმედი აქვს.

რამდენიმე დღის წინ სტივენ უიტკოფი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯარედ კუშნერი მაიამიში უკრაინის დელეგაციას შეხვდნენ.

The Wall Street Journal იუწყება, რომ მაიამიში მოლაპარაკების ძირითადი თემა იყო „უკრაინაში არჩევნების გრაფიკი“, „რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიების შესაძლო გაცვლა“ და სხვა საკითხები.