Loading data...
პრაღაში სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა - მეხანძრეებმა 14 ახალშობილი გადაარჩინეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობიდან 30-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ჩვილების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას Radio Prague International-ი ავრცელებს. 

ადგილობრივი სასწრაფო დახმარების სამსახურების ცნობით, ცეცხლი ფოიეში ყავის აპარატს გაუჩნდა.

მეხანძრეებმა 30-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია და გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 14 ახალშობილის. ამის შემდეგ, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ხანძარი ჩააქრეს. 

სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაადასტურა, რომ პაციენტები და სამედიცინო პერსონალი არ დაშავებულა.