პოლონეთის პრეზიდენტი: ტუსკი 1989 წლიდან პოლონეთის ყველაზე ცუდი პრემიერ-მინისტრია
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და მას 1989 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მთავრობის მეთაური უწოდა, - ამის შესახებ მან ტელეარხ wPolsce24-ის ეთერში განაცხადა.
პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს.
„მე წარმომიდგენია პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობა ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფოს ფუნქციონირებას ეხება, ამასთან ვაღიარებ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს 1989 წლიდან პოლონეთის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრემიერ-მინისტრად. თუმცა დღეს პოლონელები იმედოვნებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
პოლონეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შორის ბოლო უთანხმოება მოჰყვა კაროლ ნავროცკის უარს სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის ოფიცრების წოდებების მინიჭებაზე.
„პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საარჩევნო კამპანიის დროს ჩემზე გაცილებით უარესი რამ თქვა. მე პოლონეთის პრეზიდენტი ვარ. ბატონი პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრემიერ-მინისტრია და ვერ წარმომიდგენია, რომ ფუნდამენტურ საკითხებს არ განვიხილავთ. ჩვენი ურთიერთშეფასებები საჯაროდ არის ცნობილი“, - დასძინა ნავროცკიმ.