პოლონეთის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

პოლონეთის არჩეულმა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ნავროცკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, ტრამპთან „ძალიან კარგი“ საუბარი ჰქონდა.
„ვისაუბრეთ მჭიდრო ალიანსურ ურთიერთობებსა და პარტნიორულ პოლიტიკურ ურთიერთობებზე. პრეზიდენტი ტრამპი პოლონეთში მოვიწვიე. ასევე, მივიღე მოწვევა თეთრ სახლში შეხვედრაზე“, - დაწერა ნავროცკიმ.
Odbyłem bardzo dobrą rozmowę telefoniczną z Prezydentem Stanów Zjednoczonych, Donaldem Trumpem.
— Karol Nawrocki (@NawrockiKn) June 10, 2025
Rozmawialiśmy o bliskich relacjach sojuszniczych i partnerskich stosunkach politycznych. Zaprosiłem Prezydenta Trumpa do Polski. Otrzymałem też zaproszenie do spotkania w Białym Domu.… pic.twitter.com/C9zdjiNMAc
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ნავროცკის არჩევნებამდე პირადად დაუჭირა მხარი, 1-ელ მაისს იგი თეთრ სახლში მიიღო და წარმატებები უსურვა.