POLITICO: სტამბოლის ყოფილმა მერმა, ექრემ იმამოღლუმ ურსულა ფონ დერ ლაიენი გააფრთხილა, თურქეთი რუსეთსა და ჩინეთს არ შეადაროს
ციხეში მყოფმა სტამბოლის ყოფილმა მერმა, ექრემ იმამოღლუმ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გააფრთხილა, თურქეთი რუსეთს და ჩინეთს არ შეადაროს, - ამის შესახებ POLITICO წერს.
„თურქეთის რუსეთთან და ჩინეთთან ერთ სიბრტყეში მოქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის გეოპოლიტიკურ რეალობასა და სტრატეგიულ ინტერესებს“, - აღნიშნა ექრემ იმამოღლუმ.
როგორც მედია წერს, სტამბოლის ყოფილი მერი გამოეხმაურა ურსულა ფონ დერ ლაიენის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც: „ჩვენ უნდა შევძლოთ ევროპის კონტინენტის ფორმირების დასრულება ისე, რომ ის რუსეთის, თურქეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ არ მოექცეს“.
იმამოღლუს განცხადებით, თურქეთის მთავრობა „არღვევს კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ უფლებებს“ მის ქვეყანაში, თუმცა მან ევროკავშირი დაადანაშაულა „თურქეთთან ურთიერთობაში პრინციპებსა და პირად ინტერესებს შორის მერყეობაში“, რადგან ვერ ახერხებს სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას.
მან, ასევე, მოუწოდა ბლოკს, უფრო მეტად ჩაერთოს თურქეთის ისტორიასა და სოციალურ რეალობაში და „თურქეთის შიშის, კლიშეებისა და მოკლევადიანი პოლიტიკური გათვლების პრიზმით დანახვაზე გადავიდეს“.