Loading data...
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის საზღვრები უფრო ადარდებდა, ვიდრე აშშ-ის

აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის განცხადებით, თეთრი სახლის ექსლიდერის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის საზღვრები უფრო ადარდებდა, ვიდრე შეერთებული შტატების. 

„ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის საზღვრები უფრო ადარდებდა, ვიდრე ჩვენი საკუთარი. ცდილობდნენ საკამათო განცხადებად წარმოეჩინათ ის, რომ საზღვრის უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების ტოლფასია. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია“, - აცხადებს პიტ ჰეგსეტი.