1764675015
უცხოეთი
„ფრანს-პრესი“ - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით 3%-ით მეტი დრონი და 2%-ით მეტი რაკეტა გამოიყენა
საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ უკრაინის საჰაერო ძალების ყოველდღიური ანგარიშებიდან მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც მედიასაშუალება უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერს, რუსეთმა მხოლოდ ერთ თვეში უკრაინის ქალაქებზე 5660 საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 5445 შორი მოქმედების დრონი და 215 რაკეტა გამოიყენეს.
„ოქტომბერთან შედარებით, ეს დრონების 3%-იანი და რაკეტების 2%-იანი ზრდის გამოყენებაა“, - წერს მედიასაშუალება.