Loading data...
ფინეთში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

ფინეთში ორადგილიანი ულტრამსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები. 

უცხოური მედიის ცნობით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. 

პოლიციის ცნობით, პილოტი, შუახნის კაცი იყო, რომელიც ინციდენტის შედეგად დაიღუპა. ბორტზე მყოფი მგზავრი მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

მომხდარს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. 

სამართალდამცველები ამჟამად თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს ადგენენ.