Loading data...
ფაშინიანი: საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზა გახსნილია - მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს საქართველოსა და თურქეთში

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზაც გახსნილია სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პლატფორმა X-ზე წერს. 

„ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს ფაშინიანი.