Loading data...
პესკოვი: იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების განხორციელება გაგრძელდება

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებზე ნეგატიურად არ აისახება. ინფორმაციას gazeta.ru ავრცელებს.

„პრეზიდენტი ტრამპი უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მისი სამშვიდობო ძალისხმევაც გაგრძელდება. არის გარკვეული იდეები და შეთანხმებული საკითხები. მოკლე დროში სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართება. იყო წარმატებული ჰუმანიტარული ძალისხმევა, რომელიც აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით განხორციელდა. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება“, - განაცხადა პესკოვმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა კონგრესს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივები დაბლოკოს, პესკოვმა განაცხადა, რომ ეს „აშშ-ის საშინაო საქმეა“.

ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად „დემოკრატიულმა პარტიამ“ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვა. დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგები აღიარა და განაცხადა, რომ „დემოკრატებთან“ სათანამშრომლოდ მზად არის.