Loading data...
პარიზის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული კაცი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის მონპარნასის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა.

პარიზის პროკურატურის ცნობით, პოლიციამ რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცის მისამართით სულ მცირე ერთი გასროლა განახორციელა. მას ადრე ოჯახური ძალადობის ბრალდება წაუყენეს.

„პოლიციელმა იარაღი გამოიყენა მის შესაჩერებლად. შემდეგ მამაკაცმა საკუთარ თავს დანით ჭრილობები მიაყენა“, - დასძინა პროკურატურამ.

მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა - დანით შეიარაღებული მამაკაცი და გამვლელი. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფრანგული რკინიგზის ოპერატორის, SNCF-ის განცხადებით, ინციდენტის შედეგად, მონპარნასის სადგურის მცირე მონაკვეთზე უსაფრთხოების პერიმეტრი შეიქმნა, რის გამოც მატარებლების მოძრაობა მცირედით შეფერხდა.