1779618688
უცხოეთი
პაკისტანში აფეთქება მოხდა - სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა.
„ბიბისის“ ცნობით, აფეთქება ინციდენტი ქალაქ კვეტაში სარკინიგზო მაგისტრალზე მოხდა. მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, დაზიანდა საავტომობილო გზებზე მოძრავი მანქანებიც.
„აფეთქების დროს მატარებელში მგზავრები იმყოფებოდნენ“, - განუცხადა BBC-ის ადგილობრივმა მცხოვრებმა.
მიმდინარეობს გამოძიება.