ოსტინი: რუსეთში მყოფი ჩრდილოკორეელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მალე ჩაერთვებიან
ჩრდილოეთ კორეის სამხედროები, რომლებიც რუსეთში გაგზავნეს, უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მალე ჩაერთვებიან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
„იმის საფუძველზე, თუ რა სწავლება გაიარეს მათ [ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა], როგორ ინტეგრირდნენ რუსულ წვრთნებში, სრულად ველი, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებებში მალე ჩაერთვებიან“, - განაცხადა ოსტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას, წერს Le Monde.
მან ასევე დაამატა, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალი უკვე „აქტიურ მონაწილეობას იღებს საომარ მოქმედებებში“.
სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ჯარების სანაცვლოდ ერთდროულად აწვდის საწვავს, საზენიტო რაკეტებსა და ეკონომიკურ დახმარებას.
უკრაინაში ამბობენ, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა დაახლოებით 50 000 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალის გარკვეული რაოდენობა, კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებებისთვის.