Loading data...
ორბანი: ქრისტიანებმა ევროპაში ერთმანეთი არ უნდა დახოცონ, რუსეთ-უკრაინის ტრაგიკული ომი უნდა დასრულდეს

„ქრისტიანებმა ევროპაში ერთმანეთი არ უნდა დახოცონ, რუსეთ-უკრაინის ტრაგიკული ომი უნდა დასრულდეს“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ერთ-ერთ უნგრულ ტელეარხთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ორბანი აცხადებს, უნგრეთი სამშვიდობო მცდელობებს აგრძელებს.

„უნგრეთი აგრძელებს სამშვიდობო მცდელობებს. შეთანხმება მიღწევასთან ახლოს იყო. შემდგომი დიალოგი და დიპლომატია არის ის, რაც ცვლილებებს მოიტანს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში. ქრისტიანებმა ევროპაში ერთმანეთი არ უნდა დახოცონ – ძალიან ბევრი სიცოცხლე უკვე დაკარგულია. ეს ტრაგიკული ომი უნდა დასრულდეს“, - აღნიშნავს უნგრეთის პრემიერი.