1780997982
უცხოეთი
OpenAI ბირჟებზე აქციებს განათავსებს
კომპანიამ OpenA-მ, რომელსაც ცნობილი ჩატ-ბოტი ChatGPT ეკუთვნის, აქციების პირველადი განთავსების შესახებ განაცხადა წარადგინა. განაცხადი კონფიდენციალურად იყო წარდგენილი და მისი დეტალები არ საჯაროვდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.
OpenAI-ის აქციების ფასი არ დაუსახელებია. შესაბამისად, უცნობია, თუ რა ღირს კომპანია IPO-ს შეფასებით.
კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციების პირველად განთავსებას გარკვეული დრო დასჭირდება. „გარკვეული საკითხებია მოსაგვარებელი და ამის გაკეთება უფრო მარტივია, ვიდრე ჩვენ კერძო კომპანია ვართ“, - წერია OpenAI-ის განცხადებაში.
Reuters-ის შეფასების მიხედვით, OpenAI-ის ფასი, სავარაუდოდ, 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ბირჟებზე აქციების პირველადი განთავსება სექტემბერში იგეგმება.