Loading data...
ომანის საგარეო მინისტრი აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე: მდგრადი მშვიდობისთვის ახლა სერიოზული მოლაპარაკებებია საჭირო

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბადრ ალბუსაიდი ირანსა და აშშ-ს შორის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ნიშნავს, რომ „ამ ეტაპზე მსოფლიომ კატასტროფისგან უკან დაიხია”.

„ამ ეტაპზე მსოფლიომ კატასტროფისგან უკან დაიხია. თუმცა, თვითკმაყოფილების დრო არ არის. მდგრადი მშვიდობისთვის ახლა სერიოზული მოლაპარაკებებია საჭირო. ომანი მხარს დაუჭერს ამ სამუშაოს ძლიერი და მდგრადი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადაუდებელი მიზნით“, - წერს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი.