Loading data...
NBC News: მოსკოვი „სამშვიდობო გეგმის“ სამ პუნქტთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავა

რუსეთს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგვარება, არსებობს სამი პუნქტი, რომლებზეც კრემლი კომპრომისზე არ წავა, - ამის შესახებ NBC News-ი რუს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

NBC News-ი რუს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვი არ აპირებს, წავიდეს კომპრომისზე დონბასის ტერიტორიასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღუდვასა და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებით.

„არსებობს სამი საყრდენი, რომელზეც ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ. პირველი არის დონბასის ტერიტორია. მეორე - უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება. მესამე - ტერიტორიის აღიარება ამერიკისა და ევროპის მიერ“, - განაცხადა რუსმა ოფიციალურმა პირმა.

ამავდროულად, არსებობს საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მოსკოვი „მზადაა დათმობებზე წავიდეს“.