Loading data...
ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ სოლიდარობას უცხადებს გერმანიასა და ყველა მოკავშირეს

„აშშ გერმანიას სოლიდარობას უცხადებს“, - ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნატოში აშშ-ის ელჩი წერს, აშშ ნატოს კოლექტიური თავდაცვის ერთგული რჩება.

„აშშ სოლიდარობას უცხადებს გერმანიასა და ყველა მოკავშირეს, ნატოს ტერიტორიაზე ზიანის მიყენებისა და ქაოსის გამოწვევის მცდელობების ფონზე. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვრჩებით ნატოს კოლექტიური თავდაცვის მიმართ და ნათლად ვხედავთ, რომ მოკავშირეებმა უნდა გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობები, ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების შესაკავებლად“, - წერს ნატოში აშშ-ის ელჩი.