1780987554
უცხოეთი
მოსკოვის ოლქში ავტომობილი აფეთქდა, მძღოლი დაიღუპა
მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში BMW-ს მარკის ავტომობილი აფეთქდა. მძღოლი დაიღუპა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
აფეთქება ავიატორთა მიკრორაიონში მოხდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ავტომობილის მოძრაობისას ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მძღოლმა მრავლობითი ჭრილობები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.