Loading data...
მერცი ტრამპთან ურთიერთობაზე: ჩვენ გვაქვს უთანხმოებები, მაგრამ ამასთან შეგუება შემიძლია

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბოლო დროს მომხდარი დავის მიუხედავად, მისი ურთიერთობა აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაძაბული არ არის. ამის შესახებ მან ტელეარხ ZDF-სთან ინტერვიუში განაცხადა

მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს თავისი აზრის გამოხატვას მაშინაც კი, თუ ის აშშ-ის პრეზიდენტის შეხედულებებს არ დაემთხვევა.

„ჩვენ გვაქვს უთანხმოებები, მაგრამ ამასთან შეგუება შემიძლია. გავაგრძელებ ჩემი აზრის გამოხატვას. ამას მასთან განვიხილავ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ტრამპთან ურთიერთობაში ბოლო დროს არსებულ დაძაბულობაზე საუბრისას. 

„ჩვენ რეგულარულად ვურთიერთობთ ტელეფონით. თუმცა კარგი პარტნიორობა აზრთა სხვადასხვაობას უნდა იტანდეს“, - დასძინა მერცმა.