1762072273
უცხოეთი
მექსიკის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 23 ადამიანი ემსხვერპლა - Reuters
მექსიკის სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 23 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები ემსხვერპლნენ. ინფორმაციას Reuters გვაწვდის.
როგორც აღმოჩნდა, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰერმოსილიოს ცენტრში დაფიქსირდა. მედიის ცნობით, დაშავებულების გარდაცვალების მიზეზი ტოქსიკური აირების შესუნთქვა გახდა.
ჯერჯერობით, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
სონორას შტატის გუბერნატორი ალფონსო დურაზო აცხადებს, რომ პოლიცია ცეცხლის გაჩენის მიზეზების შესწავლას განაგრძობს.