1785936866
უცხოეთი
მექსიკელი ინფლუენსერი პირდაპირ ეთერში მოკლეს
„მექსიკელი ინფლუენსერი სეზარ გასტელუმი, TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს“, - ამის შესახებ BBC იუწყება.
გასტელუმი მეგობრებთან ერთად ტრეს რიოსში, სწრაფი კვების რესტორნის წინ იღებდა ვიდეოს, როდესაც მას მოტოციკლით ორი მამაკაცი მიუახლოვდა და ახლო მანძილიდან ესროლა.
მას TikTok-ზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა და ძირითადად კომედიურ ვიდეოებს აქვეყნებდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები ადგილიდან მიიმალნენ. ამ დრომდე უცნობია მკვლელობის მიზეზი.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მექსიკაში სოციალური მედიის ინფლუენსერი მოკლეს. გასულ წელს, 23 წლის ვალერია მარკესი სილამაზის სალონში მოკლეს, როდესაც ის TikTok-ზე პირდაპირ ეთერში იყო.