მასუდ ფეზეშქიანი: ჩვენ არც საბრძოლო მოედანი და არც მოლაპარაკების მაგიდა არ დაგვიტოვებია
ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების განახლების შესახებ დონალდ ტრამპის მოთხოვნას, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირანს არც საბრძოლო მოედანი დაუტოვებია და არც მოლაპარაკების მაგიდა.
მისი თქმით, ირანი დაიცავს თავისი ერის უფლებებს და ნებისმიერი საფრთხის წინაშე უკან არ დაიხევენ.
„ჩვენ არც საბრძოლო მოედანი და არც მოლაპარაკების მაგიდა არ დაგვიტოვებია. ღვთის ნებით, ერთიანობითა და რაციონალურობით ირანი ამ განსაცდელიდანაც გამარჯვებული გამოვა. ჩვენი პრიორიტეტია ეროვნული უსაფრთხოება და ჩვენი ხალხის მშვიდობა. დავიცავთ ერის უფლებებს და არანაირი საფრთხის წინაშე უკან არ დავიხევთ. დიპლომატია და თავდაცვა ეროვნული ძალაუფლების ორი ფრთაა“, - წერს ირანის პრეზიდენტი.
اولویت ما امنیت ملی و آرامش مردم است. با اقتدار از حقوق ملت دفاع میکنیم و در برابر هیچ تهدیدی عقبنشینی نخواهیم کرد. دیپلماسی و دفاع دو بال قدرت ملیاند؛ نه میدان را ترک کردهایم و نه میز مذاکره را. به امید خدا با وحدت و عقلانیت ایران از این آزمون نیز سربلند عبور خواهد کرد.
— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) June 8, 2026