მასუდ პეზეშკიანის თქმით, თეირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებს უფრო მეტი ძალით აღადგენს
„თეირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებს უფრო დიდი ძალით აღადგენს“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ირანის სახელმწიფო მედიას განუცხადა.
პეზეშკიანმა ბირთვული ობიექტების აღდგენის შესახებ ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში ვიზიტის დროს ისაუბრა. ამასთან, ის ირანის ბირთვული ინდუსტრიის უფროს მენეჯერებს შეხვდა.
„შენობებისა და ქარხნების განადგურება ჩვენთვის პრობლემას არ შექმნის, ჩვენ მათ აღვადგენთ უფრო დიდი ძალით. ეს ყველაფერი ხალხის პრობლემების, დაავადებების, ჯანმრთელობის გადასაჭრელად არის განკუთვნილი“, – განუცხადა ირანის პრეზიდენტმა სახელმწიფო მედიას.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ირანი არაერთხელ გააფრთხილა, რომ თუ თეირანი ივნისში შეერთებულმა შტატების მიერ დაბომბილი ობიექტების ხელახლა ამუშავებას შეეცდება, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ახალ თავდასხმებს განახორციელებს.